19:11 | 2020-10-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვიცი გულში ამბობთ, რა ზღაპრებს გვიყვება, ეს არ არის ჩემი ნოუ-ჰაუ – ამირან გამყრელიძე

ვიცი გულში ამბობთ,  რა ზღაპრებს გვიყვება, ეს არ არის ჩემი ნოუ-ჰაუ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოწოდებები პრევენციულ ღონისძიებებზე, პირბადის ტარებასა და დისტანციაზე მისი ნოუ ჰაუ არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამის დასამტკიცებლად, გამყრელიძემ ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ-ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ​ფაუჩის რეკომენდაციების სია მიიტანა.

თბილისში და იმერეთში შეზღუდვები წესდება - პრემიერ მინისტრის განცხადება (Live)
2020-10-15თბილისში და იმერეთში შეზღუდვები წესდება - პრემიერ მინისტრის განცხადება (Live)

 

„ხშირად როცა, მე ერთი და იგივეს ვიმეორებ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ ეს არ არის ამირან გამყრელიძის ნოუ-ჰაუ, რასაც ხშირად ვამბობ, გადავწყვიტე მომეტანა თქვენთვის ენტონი ფაუჩის გუშინწინდელი რეკომენდაციები, რომელსაც იგი აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და საზოგადოებას.

 

5 მთავარი გზავნილი ფაუჩისგან, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გავითვალისწინოთ:

 

  1. უნივერსალური ტარება პირბადეების, რასაც ხშირად ვამბობთ და გეუბნებით, უნივერსალური ტარება, ხმარება პირბადეების დახურულ შენობაში მანდატორულად, ღია შენობაშიც სასურველია, როცა ინფექცია ფართოდ ვრცელდება და განსაკუთრებით, როცა დისტანციას ვერ ვიცავთ.

 

2. მაქსიმალურად ფიზიკური დისტანციის დაცვა ერთმანეთთან ყოფნის დროს, უკეთესია 2 მეტრი

 

3. თავის არიდება დიდი თავშეყრების, ყველანაირი პანდემიის პირობებში რიტუალური ღონისძიებების და შესაბამისად დიდი თავყრილობების.

 

4. ყველაფრის რაც დაშვებულია პატარა და მცირე თავშეყრის გარეთ გაკეთება

 

5.ხშირად ხელების დაბანა.

 

ვიცი გულში ამბობთ, რას გვეუბნება, რა ზღაპრებს გვიყვება ეს ყველაფერი ხომ ვიცით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ამ ხუთ და ეს არა არის ახალი ველოსიპედი, რასაც ჩვენი დიდ საპატივცემულო ადამიანი გვეუბნება და ხშირად ვიმეორებთ ჩვენ და ეს არის უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X