18:35 | 2021-03-17 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვიცი, მყრალი ენა აქვს, მაგრამ ქალზე ძალადობა ძნელად წარმომიდგენია” – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გოგი წულაიაზე

“ვიცი, მყრალი ენა აქვს, მაგრამ ქალზე ძალადობა ძნელად წარმომიდგენია” – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გოგი წულაიაზე

გოგი წულაია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.

 

იგი პოლიციამ გვიან ღამით ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. როგორც დაზარალებული, ასმათ დვალიშვილი ჰყვება, თავს უშველა, ხოლო ხელები, ყელი და წელი დალურჯებული აქვს…

 

“წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია, სხვა თუ არაფერი. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე.

 

ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა” – ჰყვება დვალიშვილი.

 

გოგი წულაიას ინციდენტს, სოციალურ ქსელში, ეხმიანება მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე. ანას მიაჩნია, რომ ეს პროვოკაცია შეიძლება იყოს.

 

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: – გოგი წულაიას აქვს გადატანილი გულის მძიმე ოპერაცია. გოგის მხრიდან ქალზე ძალადობა ძნელად წარმომიდგენია. ჩემს აზრს გამოვთქვამ და არ დამესხათ თავზე.

ვიცი, რომ მყრალი ენა აქვს და უზრდელობს და ეპატაჟურობს ხშირად.

 

ბერას გინებაც არ შემახსენოთ, განსაკუთრებით, ნაცებმა, გარკვევით მაქვს მოსმენილი.

 

ცეცხლთან თამაში არც ერთ მხარეს არ აძლევს ფორას.

 

ქალთა უფლებების დამცველებისგან გოგის დაცვას, ცხადია, არ ველი.

 

მაგრამ ხელისუფლებავ, ფრთხილად და გონივრულად უნდა გაისარჯო! თავისუფლად შეიძლება ეს იყოს პროვოკაცია! ვისი მხრიდან, არ ვიცი.

 

ვანგა არ ვარ, არც კაკულია!

ავტორი: თამარ გონგაძე

X