12:16 | 2020-07-21 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ვიცი, როგორ დგანან იმ ამომრჩევლის გვერდით, რომელიც თვალით არ ყავს ნანახი – ნინო ნადირაძემ თქვა, რატომ არის „ოცნების“ მხარდამჭერი

ვიცი, როგორ დგანან იმ ამომრჩევლის გვერდით, რომელიც თვალით არ ყავს ნანახი – ნინო ნადირაძემ თქვა, რატომ არის „ოცნების“ მხარდამჭერი

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

 

პარტიამ გუშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ცნობილი ადამიანებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო, ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე.

 

რატომ უჭერს მხარს ნინო ნადირაძე მმართველ გუნდს და რას ურჩევს მათ, ამის შესახებ “პრაიმტაიმს” ესაუბრა.

 

– რატომ უჭერთ მხარს “ქართულ ოცნებას” და რა შანსები აქვთ გუშინ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 2020 წლის არჩევნებზე?

 

 

ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს
2020-07-20ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს

 

– მხარს ვუჭერ იმიტომ რომ დღესდღეობით ყველაზე კარგები არიან. ადამიანურობის კომპონენტი აქვთ და მაჟორიტარებს რაც შეეხება, რამდენიმესთან მქონია სამსახურეობრივი ურთიერთობა, მინახავს მათი ჩართულობა ამომრჩევლის დაკვალიანებაში და მოვლაში, მე რომ დამეხმარონ არ გამიკვირდება, მაგრამ მათ იციან უბრალოდ მოქალაქეების თანადგომა.

 

ბევრჯერ გვქონია ერთობლივი აქციები და ვიცი, როგორ დგანან იმ ამომრჩევლის გვერდით, რომელიც თვალით არ ყავს ნანახი.

 

– რას ურჩევთ და უსურვებთ “ქართულ ოცნებას”?

 

– რას ვუსურვებ? ვუსურვებ დარჩნენ ადამიანებად. არასოდეს დაშორდნენ ამომრჩეველს, მეტად ჩართულები იყვნენ. როცა შორდები ამომრჩეველს შეცდომები მოგდის.

 

ვუსურვებდი მეტი სურვილი ჰქონდეთ ემსახურონ ხალხს, იმიტომ რომ ვალდებულები არიან ჩვენ გვემსახურონ. თუ ისინი ხალხის რჩეულნი გახდებიან, დაუბრუნონ ხალხს ნდობა.

 

– “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს იმის იმედი, რომ 2020 წლის არჩევნები მათთვის სასარგებლოდ დასრულდება, თქვენი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, საინტერესოა რას ფიქრობთ, რამდენად გამართლდება მათი იმედები?

 

– წინასწარ არაფრის განსაზღვრა არ მიყვარს. ხვალემ იფიქროს ხვალისა – ასეა ნათქვამი და კაცი იმედით ცოცხლობს. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე.

 

 

ჩემი მხრიდან იქნება წინასაარჩევნოდ მოწოდებები, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ - სოფო ხალვაში
2020-07-20ჩემი მხრიდან იქნება წინასაარჩევნოდ მოწოდებები, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ - სოფო ხალვაში

 

 

– ხომ არ არის შესაძლებელი პოლიტიკაში გიხილოთ?

 

– არავითარ შემთხვევაში. დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან გამოვრიცხავ. ჩემი ხასიათი პოლიტიკასთან მწყობრში ვერ არის. ყველაზე მეტად თმენის ვალდებულება რომ გაქვს, ეს არ მომწონს.

 

ზედმეტად მზრუნველი და ჩვილი გული მაქვს, ამიტომ ჩემი თავი მეცოდება ისეთი განსაცდელისთვის რასაც პოლიტიკა ჰქვია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X