23:39 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

ვიწყებ ხვალ დილიდან – ეკა ხოფერიას პირველი კომენტარი მინისტრის რანგში

ვიწყებ ხვალ დილიდან – ეკა ხოფერიას პირველი კომენტარი მინისტრის რანგში

ეკა ხოფერია მინისტრის რანგში პირველ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმისთვის ენერგიას და ცოდნას არ დაიშურებს.

 

„მართლაც სრულიად ახალი, საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში. რაც არის აფხაზეთი ჩემთვის, ყველამ იცით. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ დავიშურებ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას, დროს თუ კონტაქტებს მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად. დღეიდან მე იმ ხალხის სამსახურში ვარ, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემია.

 

ასე რომ, მადლობა ნდობისთვის და ვიწყებ ხვალ დილიდან. ყველას, უკლებლივ ყველას, მადლობა მხარდაჭერისთვის, ბევრ თქვენგანთან ერთად დარწმუნებული ვარ წინ სასიკეთო საქმეები გველის.

 

რაც ეხება გამომცმლობისა და ჟურნალ „სითის“ მომავალს. მას ჟურნალის თანადამფუძნებელი , ჩემი და, თეა ხოფერია გაუძღვება „სითის“ გუნდთან ერთად. ამდენად ახალი ეტაპი „სითის“ ცხოვრებაშიც იწყება“,- წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.

ავტორი: Prime Time

X