
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეუფე სერგის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც ჩანს, ექსპტრეზიდენტი მეუფეს პირადად იცნობდა.
„ვიცნობდი, პირადად და დიდ პატივს ვცემდი. მართლაც დიდი დანაკლისია ეკლესიისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
ჩვენ ერთად ვმუშაობდით ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის აღდგენაზე და მაშინ დავრწმუნდი მის განსაკუთრებულ ღვთისმოსაობაში და პატიოსნებაში. ღმერთმა აცხონოს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:






















