
ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ ახალი კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ მან “ინსტაგრამ” გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“გავიდა გარკვეული პერიოდი და მე ვარ მზად, ვილაპარაკო ხმამაღლა, რომ დავამარცხე კორონავირუსი.
დავამარცხე სახლში. პრინციპში დღეს არის ბოლო დღე, როდესაც ვზივარ და გამყავს დრო. ხვალიდან შევუერთდები ჩემს ოჯახის წევრებს”- ამბობს თიკა ფაცაცია.
მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე ძალიან დაეხმარნენ ის ადამიანები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს.
“მათთან საუბრით ძალიან ვმშვიდდებოდი და ძალიან დამეხმარნენ. ეს იყო ნოდიკო ტატიშვილი და კახა მიქიაშვილი. ტელეფონზე ვეკიდეთ მე და ნოდიკო, კახა მიქიაშვილიც ჩუმად ებრძოდა ვირუსს და ბოლო იმედი მან ჩამისახა. დაამარცხა. საიდან გადამედო მივხვდი ამას. გადამედო ჩემი სტუმრისგან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. ჩემთვის მეთერთმეტე დღე არის დღეს, ოჯახის წევრებს არ აქვთ ვირუსი.
ყველას აინტერესებს რა პირობებში გადამედო… გაგრძელება






















