
ლელა კაკულია, რომელიც თავს ქართველ წინასწარმეტყველს უწოდებს, თავის ოფიციალურ გვერდზე ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, როგორც ირწმუნება, ამ შესაძლო მოვლენების შესახებ ჩანაწერები 5 წლის წინ გააკეთა.
პოსტში კაკულია საქართველოს მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტების დაპირისპირებასა და საქართველოს მომგებიან პოზიციაზე მიანიშნებს. როგორც აღნიშნულია, მან ეს ჩანაწერები 2016 წლის 21 მარტით თარიღდება.
“ის ინფორმაციები, რომლებიც ახლა ტრიალებს ენერგორესურსებთან დაკავშირებით საქართველოში – განსაკუთრებით გაზთან – 90–იან წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველებები, წიგნებსა და გაზეთებში დაფიქსირებული. და დღესაც ასე ვხედავ, რომ საქართველოში გაზი ნამდვილად არის, ასევე ნავთობიც, ოქროც — დიდი რაოდენობით. შავ ზღვაში არის ნივთიერებები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს ამერიკისთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც.
ერთი პერიოდი თითქოს ამაზე ლაპარაკი შეწყდება. ეს იმიტომ რომ გამოკვლევებს ჩაატარებენ მაღალი დონის პროფესიონალები და კოსმოსი მაშინ გაამჟღავნებს ყოველივეს, როცა საჭირო დრო დადგება, რათა საქართველო რუსეთის სამიზნედ არ იქცეს. რა თქმა უნდა, ეს ენერგორესურსები საქართველოსთვის დაცვითი ფარია და მომავალში არც ამერიკას და არც ევროკავშირს კითხვები აღარ ექნებათ საქართველოს მიმართ. აი რატომ ხდება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა.
ჩვენი მეზობელი რუსეთი, ვხედავ, უძლურია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედოს. მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება, რომ ვიბრუნებთ აფხაზეთს! ვიბრუნებთ სამაჩაბლოს. თვითონ რუსეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ ეს ორი ავტონომია, ეს მიწები საქართველოსია. თუმცა მომავალში ავტონომიებს აღარ ვხედავ. ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. მომავალში, ვხედავ, რუსეთს აწყობს საქართველო, როგორც ნეიტრალური ქვეყანა.
თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა ვერ დარეგულირდება. დღევანდელი პრეზიდენტები — თურქეთისა და რუსეთისა — ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ის კი არა, თურქეთის პრეზიდენტს იქით მიჰყავს საქმე, რომ რუსეთს ჰააგის ტრიბუნალი გაუჩალიჩოს. უამრავ ბრალდებას წაუყენებს ახლო აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკის გამო.
თურქეთის პრეზიდენტს, ვხედავ, ტერაქტს მოუწყობენ. მართალია, ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ მშვენივრად კი გამოიყენებს რუსეთის პრეზიდენტისთვის დასაბრალებლად, რომ ეს მან მოუწყო ტერაქტი. ვხედავ, ჯერ ერთმანეთს ზღვარგადაუსვლელად ლანძღავენ, მერე კი ფიზიკურად დაუპირისპირდებიან. ფრთხილად! მათი ერთად ჯდომა დაუშვებელია.
ისე, ორივე პრეზიდენტს სიფრთხილე მართებს, იმიტომ რომ, თუკი ჰაერში მოუწყეს ერთმანეთს ტერორები, არც ზღვაზე დააკლებენ. შავ ზღვაზე შეჯახებას ვხედავ, რასაც მალე ჩააქრობს ამერიკა, რათა ამ ყველაფერს ომის სახე არ მიეცეს, რაც მათ საერთოდ არ აწყობთ შავ ზღვაზე.
ასე რომ, თურქეთ–რუსეთს შორის პოლიტიკური ომი კიდევ გაგრძელდება. რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ემსახურება იმგვარი სირთულეების შექმნას, როგორებიცაა დაპირისპირება ევროპასთან და ამერიკასთან. თუმცა კარგად იცის კრემლმა, რომ ამერიკა არაფერს დაუთმობს. სანქციები გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება.
ამერიკისა და ევროპის ჩანაფიქრი ერთია: პუტინის გადადგომა. ზუსტად ამას განაპირობებს სანქციები. ამერიკელებს აქვთ მთლიანი გეგმა, როგორი მთავრობა უნდა იყოს რუსეთში, ვინ უნდა მართავდეს ქვეყანას — პრეზიდენტი თუ პრემიერი, რომელიც მოვა სათავეში და გაანეიტრალებს ვითარებას. კანდიდატურაც კი ჰყავთ შერჩეული. ზუსტად ეს არის რუსეთის გადარჩენა დ ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოსიც.
ვხედავ, მომავალში თურქეთის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგება – ამას თვითონ თურქული პოლიტიკა მოითხოვს – მაგრამ ამით არაფერს წააგებს პრეზიდენტი. მომავალში რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები აღდგება, მაგრამ არა ისე, როგორიც იყო წარსულში. ვხედავ, თურქ მოსახლეობასაც უჭირს, შემოსავლებმა დაიწია და საქართველოში მყოფი თურქები ნელ–ნელა უკან, სამშობლოში ბრუნდებიან.
მოკლედ, საქართველო სარგებლობს გლობალურ პოლიტიკაში ცვლილებებით და საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ იქნება მიღებული. თუ აქამდე რამეს ვერ გვიწყვეტდნენ, ახლა გადაგვიწყვეტენ სასწრაფოდ.
ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა იყო, არის და — დაიმახსოვრეთ — იქნება! საქართველო არის მართლა მართლმადიდებლური სახელმწიფო. რანაირი მოსაზრებებიც უნდა წამოაყენონ და რა ნაბიჯებიც უნდა გადადგან ადამიანებმა, მართლმადიდებლობას ვერავინ და ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. და ეს იმიტომ, რომ ასეთია კოსმოსის ნება. კოსმოსი არ დაუშვებს მართლმადიდებლობის გაქრობას საქართველოში.” – წერს ლელა კაკულია.






















