
დიზაინერი სოფო ჭყონია ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია“ მოდის ინდუსტრიაზე, სხვა საინტერესო თემებზე, პირად ცხოვრებასა და საქმიანობაზე საუბრობს.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, სოფო ჭყონია ქართველი დიზაინერების ნამუშევრებზე, მათ შეფასებასა და კრიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ის ამბობს, ქართველ დიზაინერების მიმართ არის უმეტესად ცინიკური დამოკიდებულება და ამბობენ” რა მოდა არსებობს საქართველოში“.
დიზაინერი ანონსში ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ მამაკაცებს ძლიერი ქალები არ უყვართ და საკუთარი მაგალითიც მოჰყავს.
„კაცებს საერთოდ არ უყვართ ჭკვიანი და ძლიერი ქალები… ვხედავ, რომ ნელ-ნელა მარტო ვრჩები“.






















