12:46 | 2021-08-15 ავტორი: Prime Time

ვლადიკავკაზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი 11 კოვიდპაციენტის გარდაცვალების გამო დააკავეს

ვლადიკავკაზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი 11 კოვიდპაციენტის გარდაცვალების გამო დააკავეს

ვლადიკავკაზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვლადიმერ პლიევი კოვიდპაციენტების გარდაცვალების გამო დააკავეს,მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  

 

ვლადიკავკაზის საავადმყოფოში ჟანგბადის სისტემის გაუმართაობის გამო 11 პაციენტი გარდაიცვალა. სისტემის გაუმართაობა კი მიწისქვეშა მილის ავარიამ გამოიწვია.

 

ავტორი: Prime Time

X