
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი „რია ნოვოსტისთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
ის აცხადებს, რომ თბილისში, სასტუმროსთან, სადაც ის საქართველოში ჩასვლისას დაბინავდა, ოპოზიციის მონაწილეობით გამართულ აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა.
როგორც პოზნერმა აღნიშნა, თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდა და უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა.
„დღეს კი არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე“,- განაცხადა ვლადიმერ პოზნერმა.
“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, განვითარებული მოვლენების გამო პოზნერი და მისი სტუმრები თბილისს დღესვე ტოვებენ. ისინი თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან.
ასევე იხილეთ: სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმრო “რუმსთან” ქატო მიიტანეს






















