12:57 | 2021-07-19 ავტორი: Prime Time

ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა

ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია.

 

ზელენსკის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.

 

ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

 

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, მდგომარე ადამიანები, ავტომობილი და გზატკეცილი-(ი)ს გამოსახულება

 

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ერთობლივ შეხვედრაში.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X