
რომის პაპმა, ფრანცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგიკული უწოდა.
პაპის თქმით, ის ფლოიდისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ლოცულობს, რომლებმაც სიცოცხლე რასიზმის გამო დაკარგეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამის შესახებ პაპმა ყოველკვირეული ლოცვისას ისაუბრა.
„ძვირფასო დებო და ძმებო, დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს არეულობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ხდება.
ჩემო მეგობრები, დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმისა და გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე, ამ ფაქტების მიმართ ტოლერანტულები ვიყოთ და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ.
ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა თვითგანადგურება და თვითდამარცხებაა.
ძალადობა არაფერს მატებს ადამიანს, სანაცვლოდ კი ძალიან ბევრს აკარგვინებს“,- განაცხადა პაპმა.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა.
მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.























