18:14 | 2021-04-25 ავტორი: Prime Time

ვნების შვიდეულის მსახურების განრიგი

ვნების შვიდეულის მსახურების განრიგი

საპატრიარქო სამებაში ვნების შვიდეულის მსახურების განრიგს აქვეყნებს.

 

„ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება პირველშეწირულის ლიტურგიები; პირველშეწირულის ლიტურგიებამდე, ჟამნის დროს, წაიკითხება წმინდა ოთხთავი – ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ეს მსახურებები დაიწყება 8:00 საათზე.

 

სამშაბათს, საღამოს, 16:00 საათზე, შესრულდება ზეთის კურთხევა – 7-ჯერ ზეთისცხება.

 

ხუთშაბათს, დილით, 10:00 საათზე, შესრულდება საღმრთო ლიტურგია – საიდუმლო სერობის გახსენება, ხოლო საღამოს, 17:00 საათზე წაკითხული იქნება მაცხოვრის ვნების 12 სახარება.

 

პარასკევს, დილით, 9:00 საათზე, წაკითხული იქნება სამეუფეო ჟამნი, ხოლო 14:00 საათზე შესრულდება წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება.

 

პარასკევს საღამოს მსახურება არ გვაქვს.

 

შაბათს, დილით, 6:00 საათზე, ტრადიციულად, შესრულდება წესის აგება და გარდამოხსნის გარშემოტარება, ხოლო 9:00 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. საღამოს, 9:00 საათზე, წაკითხული იქნება შუაღამიანის ჟამნი და გარდამოხსნა შესვენდება საკურთხველში.

 

23:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, წაკითხული იქნება სააღდგომო ეპისტოლე და 24:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა, რომელსაც მიებმის საზეიმო ცისკარი ბრწყინვალე აღდგომისა და საღმრთო ლიტურგია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: Prime Time

X