
სპეციალური პენტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ახალ კადრებს ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















