
სოციალურ ქსელში სხვადასხვა ნეგატიური ინფორმაცია ახალციხელი მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელდება, რომელიც კომაში კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ ჩავარდა.
“პრაიმტაიმმა” ახაგაზრდა ქალის მდგომარეობის გარკვევა სცადა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურ დირექტორს, ლალი ტურძელაძეს დაუკავშირდა.
მედიკოსის თქმით, ვაქცინირებული მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
“მისი მდგომარეობა კრიტიკულია, სულ რამდენიმე წუთის წინ მას კატე-კვლევა ჩავუტარეთ. ძალიან მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ რაც მთავარია, ცოცხალია. ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვი.
მის შესახებ ვრცელდება სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია და ყველას თავშეკავებას გთხოვთ.” – ამბობს ლალი ტურძელაძე.























