15:44 | 2021-08-10 ავტორი: Prime Time

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აგვისტოს პატრიარქი საჯაროდ აიცრება – რას ამბობენ საპატრიარქოში

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აგვისტოს პატრიარქი საჯაროდ აიცრება – რას ამბობენ საპატრიარქოში

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 აგვისტოს აიცრება.

 

პრაიმტაიმმა ინფორმაცია საპატრიარქოს პრესმდივანთან, ანდრია ჯაღმაიძესთან გადაამოწმა.

 

მან ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ წერილობით შეძლო და გვითხრა, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

 

„არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია“- ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

 

ცნობისთვის, 11 თებერვალს საპატრიარქომ წმინდა სინოდის განჩინება გაავრცელა, გთავაზობთ ამონარიდს სრული ტექსტიდან:

 

 

სუპერალერგიული ადამიანი გისურვებთ ჯანმრთელობას - თეა დარჩია მეუფე დიმიტრის კურთხევით და მაგალითით აიცრა
2021-08-10სუპერალერგიული ადამიანი გისურვებთ ჯანმრთელობას - თეა დარჩია მეუფე დიმიტრის კურთხევით და მაგალითით აიცრა

 

„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ –პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო;

 

 

ასევე ნახეთ: პატარა ბიჭის და პატრიარქის ემოციური შეხვედრა

 

 

 

ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

 

საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, – თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, – ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid – 19 – ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც. მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის“, – ნათქვამია განჩინებაში.

 

ამავე თემაზე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X