12:23 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

ახალგაზრდა გოგო, რომელიც მშობიარობიდან 2 კვირაში გარდაიცვალა, ცნობილი ბიზნესმენის შვილია – რა ბიზნესი აქვს ალეკო ისაკაძეს

ახალგაზრდა გოგო, რომელიც მშობიარობიდან 2 კვირაში გარდაიცვალა, ცნობილი ბიზნესმენის შვილია – რა ბიზნესი აქვს ალეკო ისაკაძეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთევან ისაკაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა ბიზნესმენ ალიოშა (ალეკო) ისაკაძის ქალიშვილია.

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა დაედგინა, სინამდვილეში რამდენად ცნობილი ბიზნესმენია ბატონი ალეკო ისაკაძე.

 

ლექსო ლაშქარავას უკანასკნელი ინტერვიუ
2021-07-11ლექსო ლაშქარავას უკანასკნელი ინტერვიუ

მის სახელზე მხოლოდ ერთი სასტუმრო იძებნება – თბილისის ცენტრში, ავლაბარში.

 

სასტუმროს აღწერაში ნათქვამია, რომ „ისაკა“ მდებარეობს თბილისის ცენტრში, ავლაბრის მეტროს სადგურიდან 5 წუთის სავალზე. ყველა ნომერს აქვს ტელევიზორი და კონდიციონერი, ასევე საკუთარი აბაზანა.

 

„მრავალფეროვანი კაფე და რესტორანი შეგიძლიათ იხილოთ სასტუმროდან 5 წუთის სავალზე. უფასო ყავა და ჩაი ხელმისაწვდომია სასტუმროს სასადილო დარბაზში.

 

პრეზიდენტის სასახლე 8 წუთის სავალზეა და სამების ტაძარი 5 წუთის სავალზეა სასტუმრო ისაკასგან.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სასტუმრო ისაკადან 9,3 კილომეტრია“, – ნათქვამია აღწერაში.

 

30 წლის ქეთევანის გარდაცვალების შესახებ 10 ივლისს გახდა ცნობილი. ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული და გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე იმშობიარა.

 

ჩვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნება.

ავტორი: Prime Time

X