18:49 | 2021-08-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულუმბეგოვი პოლიტიკაში მიდის – რას აცხადებს თავად ცნობილი ალერგოლოგი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულუმბეგოვი პოლიტიკაში მიდის – რას აცხადებს თავად ცნობილი ალერგოლოგი

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი პოლიტიკაში წასვლას აპირებს და ამ მიზნით, გიორგი გახარიას პარტიასთან კონსულტაციებს გადის.

 

“გიორგი გახარიას პარტიაში ბიძინა კულუმბეგოვი კონსულტაციებს გადის. ის პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. კულუმბეგოვმა მოსაფიქრებელ ვადად 1 თვე ითხოვა. სავარაუდოდ, ის პარტიაში ერთ-ერთ სახედ მოიაზრება.” – ამბობს წყარო.

 

“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ბიძინა კულუმბეგოვს დაუკავშირდა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ექიმი პოლიტიკაში უნდა ერკვეოდეს, მაგრამ არ უნდა მიდიოდეს.

 

“არა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ექიმი პოლიტიკაში უნდა ერკვეოდეს, მაგრამ არ უნდა მიდიოდეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მასთან კომუნიკაცია მისი პრემიერობის შემდეგ არ მქონია.” – ამბობს კულუმბეგოვი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X