10:20 | 2020-08-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ თოდუას სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა კორონავირუსი“ – კლინიკა განცხადებას ავრცელებს

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ თოდუას სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა კორონავირუსი“ – კლინიკა განცხადებას ავრცელებს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოდუას კლინიკაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით კლინიკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

 

„საზოგადოების ნაწილში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა კორონავირუსი.

 

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

 

2020-08-10"ბაბუა გააცილა... ხელს უქნევდა..." - მახინჯაურში დღეს გარდაცვლილ გოგონას 6 წლის წინ დედ-მამაც ავარიაში დაეღუპა

 

ამ ეტაპისთვის ჩვენს არც ერთ თანამშრომელს თუ ჩვენთან მოსულ პაციენტს COVID -19 არ დადასტურებია!
ჩვენთვის, ჩვენი პაციენტების და თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია!

 

სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ვატარებთ საერთაშორისო რეკომენდაციებით მოწოდებულ უსაფრთხოების ღონისძიებებს. სამედიცინო პერსონალს მუდმივად უტარდება საკონტროლო ტესტირება, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს კი საჭიროებისამებრ შესაბამისი კვლევები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X