
თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ავრცელებს ვიდეო კადრებს, სადაც ასახულია 1-ელ ნოემბერს კლინიკაში მძარცველების შეჭრის ფაქტი. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს თავდამსხმელების შეკავებას სამედიცინო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი.
„მაშინ როცა ექიმი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის… როცა ექთანი შვილებისგან შორს მეოცე დღესაც კლინიკაში ათენებს, ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომელი კრიტიკულ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას განსაკუთრებული ღირსებით ასრულებს“, – ვკითხულობთ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის „ფეისბუქ“ გვერდზე.






















