15:10 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

ვრცელდება ნიკა მელიას განცხადება: მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა

ვრცელდება ნიკა მელიას განცხადება: მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს.

 

„მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:

 

რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!

 

ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული „თავისუფლების“ შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები.

 

და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.

 

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

 

ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“, – წერს ნიკა მელია.

 

 

 

თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს - Exclusive
2021-04-19თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს - Exclusive
ავტორი: Prime Time

X