18:44 | 2020-07-03 ავტორი: Prime Time

ვრცელდება სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძის ფოტოები ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ – შაქარაშვილის საქმე

ვრცელდება სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძის ფოტოები ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ – შაქარაშვილის საქმე

ტელეკომპანია „ფორმულამ“ მცხეთაში ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გადაღებული ფოტომასალა გაავრცელა. ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი ქათამაძე სასტიკადაა ნაცემი. სავარაუდოდ მას ჭრილობები რკინის ხელკეტით აქვს მიყენებული.

 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. მისი კვალი მდინარე არაგვთან გაქრა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 მაშველი და 7 ნავი მონაწილეობდა. ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

 

ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი - ნინო გიორგობიანი
2020-07-03ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი - ნინო გიორგობიანი

 

19 წლის სპორტსმენის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი, სავარაუდოდ, უბნებს შორის დაპირისპირება გახდა.

ავტორი: Prime Time

X