
ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშას გამარჯვებას და ოქროს მედლის მოპოვებას „ქართული ოცნების“ წევრები ერთად აღნიშნავენ.






















