00:05 | 2021-08-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვრცელდება ვიდეო, როგორ გადასცემს გახარიას გუნდის წევრი ზაზა სარალიძეს კონვერტს – ნახეთ, რას ამბობს ამ ფაქტზე თავად სარალიძე

ვრცელდება ვიდეო, როგორ გადასცემს გახარიას გუნდის წევრი ზაზა სარალიძეს კონვერტს – ნახეთ, რას ამბობს ამ ფაქტზე თავად სარალიძე

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ გადასცემს კონვერტს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ალეკო ხოჯევანიშვილი გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს.

 

„დღეს, გამოვაქვეყნე პოსტი, გახარია-ხოჯევანიშვილის მიერ, ზაზა სარალიძის შესაძლო, მოსყიდვის შესახებ, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს, დღეს, საჯაროდ აგინა, თავის ფეისბუკის გვერდზე… სარალიძის პოსტს მე გამოვეხმაურე და ჩემმა პოსტმა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მესინჯერში ასეულობით ადამიანმა მომწერა, სხვადასხვა შინაარსის მაკომპრომიტებელი შინაარსის ტექსტი, სადაც ხსენებული ტანდემი და ფინანსური მოსყიდვა დასტურდება, მაგრამ ჩემი ყურადღება, მხოლოდ ერთ-ერთმა ვიდეომ მიიქცია, რომელიც ახლახან მომაწოდა, ფეისბუკის ერთმა მომხმარებელმა. გთავაზობთ ვიდეოს და ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ, დასკვნა თქვენთვის მომინდვია… გადავირიე, მაგრად მეწყინა ეს უნამუსობა, რაც მე ამ ვიდეოზე ვიხილე, ალეკო ხოჯევანიშვილი სარალიძეს, რაღაც კონვერტს აძლევს. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მომხდარა და ვიდეოც მაშინ ჩაიწერა“, – წერს ლიპარტელიანი და შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

 

ამას ზაზა სარალიძე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.

 

„დარეჯან ლიპარტრლიანს ! ესეც ნაცქოცური ნარატივი და ადამიანების გაშავება მოსპობა განადგურება!! დარეჯან! დეიდა პირადში მოგწერეთ და როგორც ჩანს არ, ან ვერ ნახეთ. მანდილოსანი ხართ და თქვენგან ვეცდები ე. წ. ელიტარული სიტყვებით მოგმართოთ.

 

2017 წლის 1-ელ დეკემბრიდან მოყოლებული ჯერ ქოცაქტივმა გადაუარა ჩემი მოკლული შვილის სახელს და საფლავს, შემდეგ მკვლელები დაიჭირეს და ნაცაქტივმა გადაუარა. რა სიტყვებით და ქმედებებით დადაუარეს ამას თქვენ მოგანდობთ.პლიუს ვისაც არ დაეზარა და ჰაერზეც ისროდნენ სიტყვებს.(ყველაზე არ ვამბობ რა ქმა უნდა).თქვენ არ ვიცი ვინ ხართ, სამწუხაროდ!

 

პირდაპირ ვიტყვი, ზუსტად ბოლო 18-წლიანი პოლიტიკის გამოა ცარიელი ჩემი შვილის საწოლი!!!

 

ერთადერთი ადამიანი ერთად ერთი ხაზგასმით ვამბობ, იყო და არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მაშინდელი ხელისუფლებიდან, ვინც ადამიანურად მიმიღო და მიიღო ჩემი ოჯახის ტკივილი, როცა მუხლდაჩოქილი ვიხვეწებოდი დახმარებას და ოცნების დეპუტატები მხრებს იჩეჩავდნენ და მარტო კანონების ენით მელაპარაკებოდნენ.

 

რომელ კანონითაც ვერც მოკლული და ვერც ცოცხალი შვილის დასაცავი მექანიზმი ვერ ვნახე, კანონი მხოლოდ თქვენი, ელიტის წარმომადგენლების დასაცავად ყოფილა. დღეს კიდევ ერთხელ დამარწმუნა თქვენმა და კიდევ თქვენნაირი ადამიანების გამოთქმულმა აზრებმა (არც კი ვიცი ვინ ხართ და ვისი მიმდევრები ხართ),რომ საქართველოში ისევ ძველი დროა და ისევ დედისტყ…. თი ვცხოვრობთ!!

 

როგორც ვხედავ აქ ალეკოს გასაშავებლად იბრძვით, მე თქვენ ვეღარც გამაშავებთ და ვეღარც გამაჩერებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს დავასრულე მეც სიცოცხლე ჩემვილთან ერთად და მკვდარი გინდა გააშავე გინდა გადაუარე.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ და ვერ დავხუჭავ თვალებს, როგო იხვერწება ადამიანები გადარჩენისთვის და როგორ ასწორებენ მიწასთან უაზრო პოლიტიკური ქიშპობით. ყოველდღე ოჯახები თავებს იწვამენ და საკუთარი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების, ბიჭები, ბიცოლების,დეიდების, მამიდების, ახლო ნათესავების, თანამოქალაქეების და რაც მთავარია შვილების ცხედრებსაც კი ვერ ნახულობენ, თქვენ ფიქროთ, რომ პანდემიაა და ხელისუფლება არაფერ შუაშია?? აბა კითხე გარდაცვლილების ოჯახებს, აინტერესებთ ან არჩევნები ან ეკონომიკა ან სხვა დანარჩენი??

 

მაგრამ თქვენ ხომ ე. წ. ელიტა ხართ და გლეხებთან რა გესაქმებათ!!! მიდით დახოცეთ ერთმანეთი რაღას უცდით, რაღი გჭირდებათ გლეხები თქვე მართლა არაადამიანებო. რაფერ დააქუცმაცეთ საქართველო ერთმანეთის დედისტ…ით!! როგორ შეაძულეთ ადამიანებს ერთმანეთი, რანაირად შეძელით!!

 

თქვენც გეკითხებით საჯაროდ!! რაც პრემიერს ვკითხე გუშინ მაგრამ არ ჩამთვალა პასუხის ღირსად!!! ( ელიტააა რაც არ უნდა იყოს) ვისი პასუხისმგებლობაა ადამიანების სიკვდილი დღეს? ხელისუფლების თუ თავად გარდაცვლილი ადამიანების და მათი ოჯახის წევრების!! იმედია საჯაროდ გასცემთ პასუხს ამ კითხვაზე, ან ერთი ან მეორე! პანდემია იყო შარშანაც მაგრამ ……

 

ნუ აღარ გავაგრძელებ რა ხდებოდა და რატო ხდებოდა. როგორც ვატყობ თქვენც და თქვენი მიმდევრებიც კაი ცივსისხლიანები ხართ. ასეა ჩემო დეიდა, როცა ხელისუფლებების და ოპოზიციის დაკრულზე ცეკვავ, ადამიანების,ნამდვილი ადამიანების არც სიკვდილი გადარდებთ და არც დასამარება.

 

ღმერთმა არ გამოგაცდევინოს არც ერთი ოჯახის წევრების სიკვდილი არც შენ და არც არავის!! პ. ს. ამ დროს 2018 წელს ალეკო გენინსპექციის უფროსი იყო და ზვიად კუპრავას ჰკიᲗხეᲗ ვისი გვარებიც წერია მაგ კონვერტი, უკეთ ეცოდინება იმ პოლიციელების გვარები ვინც დაისაჯა მისი სასამარᲗლოს ვითომეურაცხოფის გამო… ღარიბაშვილისვილებს ბოდიშს ვუხდი, არ მიმიყენებია შვილებისთვისეურაცხოფა.

 

გუშინდელ კითხვაზე კი მისგანაც ველი პასუხს!!! თქვენია ასეთი აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ ნაცქოცური ნარატივია მეტი არაფერი ასე მოგწონთ საქართველოს დაყოფა დანაწევრება განადგურება, გააგრᲫელეᲗ მასე. ვეცადე კორექტული ვყოფილიყავი ამ ეტაპზე!!

 

ადამიანების დასაფლავებას რომ მოვრჩებით მერე გავაგრძელოთ თუ სურვილი გექნება. მაგარი მკიდია ვისი მიმდევრები ხართ, გეეშვით თქვე არა ადამიანებო ადამიანების მკვლელობას და ნამდვილ ადამიანს სადაც ნახავთ, მათ მიწასთან გასწორებას.

 

ფაქტია გახარიას გუნდზე შეტევაემი გამოყენებით გადაგიწყვეტიათ, ტფუი!

 

ამას აკეთებდა ერთ დროს ნაც ქოცების გარკვეული ნაწილი.(თქვენ არ ვიცი რომლის მიმდევარი ხართ). თუ, იმისი ნაწილია რომ სამოხელეო დანაშაულზე ხმა არ ამოვიღო და ჩემი ოჯახის გადამვლელ პროკურორებს არ შევეხო?? მე თქვენ ვეღარ მომკლავთ და ვეღარცემ ოჯახს მოკლავთ, ერთხელ უკვე მოგვკლეს და მკვდარი ორჯერ არ კვდება!!! ფეხებზე მკიდია თქვენი ეს გამოხტომა, ვერავინ ვერ შეაკავებს სიმართლეს. ადამიანი უდრის ადამიანს! მოგიტ…… თ პოლიტიკა რომელიც კლავს!!, – წერს სარალიძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X