
მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში გადახტა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.
წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, მალევე მოხერხდა გოგოს წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.
ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ახალგაზრდა გოგონას გადახტომის კადრებია ნაჩვენები.
როცა შვებულებაში არ გიშვებენ )))ბარათაშვილის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.P.S. ქალი უკვე გრილად და კარგადაა ☺ხუმრობა იქით იყოს და… ვინ იცის რატომ გადახტა ეს ქალი 🙂 ამდენი ნეგატივი უკვე ყელშია …
Posted by Shota Nozadze on ოთხშაბათი, 05 აგვისტო, 2020






















