
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სამი წლის წინ გადაღებული ვიდეო, სადაც კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, თავის 13 წლის ქალიშვილს იანა მარია-ონორე ბრაიანტს ავარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორებრაიანტი გუშინ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
პოლიციის ინფორმაციით, კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდნილი კერძო ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.






















