
ბრიტანეთს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის მოქცევის ტალღა ემუქრება, ხოლო ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ იქნება მის შესაკავებლად, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„ომიკრონი“ ვარიანტის მოქცევის ტალღა ახლოვდება. ვშიშობ, რომ ახლა უკვე ნათელია, რომ ვაქცინის ორი დოზა უბრალოდ საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დაცვის ის დონე უზრუნველყოს, რომელიც ყველას გვჭირდება“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.






















