17:48 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს, საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები – ნიკა მელია

ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს, საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები – ნიკა მელია

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია კახა კალაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

 

„კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება. ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100-ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ.

 

ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!

 

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში – არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში – პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!“, – ნათქვამია ფეისბუკ-პოსტში.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X