
დიზაინერი ანუკი არშეიძე დღეს იუბილარია. ის32 წლის გახდა.
ანუკიმ „ინსტაგრამსთორიში“, შვილების წერილი გამოაქვეყნა: „გილოცავთ დაბადების დღეს – ბუბუ, ბიბი, ვაჩე, ნიკოლასი“ – წერია მისალოც ბარათში, რომელიც, როგორც ჩანს, პატარებმა საკუთარი ხელით გააფორმეს.

ანუკიმ განათლება მილანის დიზაინის სკოლაში მიიღო და სწორედ ეს დაემხარა 2013 წელს წარმატებული ბრენდის, „ANOUKI”-ს შექმნაში. დღეს ანუკი საბავშვო კოლექციაზეც მუშაობს, რომელსაც დიზაინერმა უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















