23:56 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

„ვტირიო მიპასუხა, სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო… “ – ორსული გოგო დამძიმებული დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

„ვტირიო მიპასუხა, სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო… “ – ორსული გოგო დამძიმებული დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

მოქალაქე ბელა საღინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიან მადლობას უხდის.

 

ბელა საღინაძე იხსენებს, თუ როგორი დიდი ყურადღება გამოიჩინა ლევან რატიანმა ორსული პაციენტის მიმართა, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროებოდა.

 

„ახლა არ ვიცი, რას ვგრძნობ… ეს ბიჭი არის ზეადამიანი… ვერც წარმოვიდგენდი, ჟამიანობასთან დაძაბულ ბრძოლაში ჩაბმული პერიფერიიდან, ცაგერიდან შესული ზარის საპასუხოდ მოიცლიდა. როცა ვუთხარი ქუთაისში მყოფი ორსულის მდგომარეობა იყო მძიმე და მასთან გადაყვანა იყო აუცილებელი, არც მეტი არც ნაკლები ვტირიო, მიპასუხა და სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო. გაიწელა გზაც, დროც…

 

ტელეფონით რამდენჯერმე ისევ გახდა აუცილებელი მასთან დაკავშირება და იმწამიერმა პასუხებმა, სიტყვებს ვერ ვძებნი, რა მაგრძნობინა…გაკვირვებული ვარ რამხელა სიკეთე დევს ამ ადამიანში.

 

ამ წამს ორსული გოგონა ლევან ექიმთან შეჰყავთ. ეს ბიჭი, ზეადამიანი სულით ხორცამდე ექიმია…გმირია, გმირი.

 

მეც ვტირი ახლა… ეს ღამე მე ლოცვა-ვედრებაში დამათენდება…

 

თქვენ კი, ლევან ექიმო ამ გოგოს და კიდევ ბევრის სიცოცხლისათვის იბრძოლებთ!.. და უფლის ნებით, სიცოცხლისათვის გამარჯვებით შემოგათენდებათ! ვიცი, მჯერა, რომ უშველით!.. მჯერა, რომ კიდევ ერთ სიცოცხლეს გადაარჩენთ! სხვანაირად არ იქნება!!!! თქვენ გმირი ხართ! სიცოცხლის გადარჩენა ხომ ყველაზე დიდი გმირობაა ქვეყანაზე!..მიყვარხართ, მეიმედებით,ზეადამიანო!”, – წერს ბელა საღინაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი: Prime Time

X