21:52 | 2021-07-02 ავტორი: Prime Time

„ვთხოვე კოცნა და რა მერე? დაინგრა ქვეყანა?“ – გოგი წულაია (ვიდეო)

„ვთხოვე კოცნა და რა მერე? დაინგრა ქვეყანა?“ – გოგი წულაია (ვიდეო)

პოლიტიკოსი გოგი წულაიას თქმით, ასმათ დვალიშვილს მხოლოდ კოცნა თხოვა და მასზე არ უძალადია. მან ამის შესახებ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

 

„მე არსად ცხოვრებაში არ მითქვამს და არც ახლა ვიძახი, რომ აგერ მეფხანება ახლა და ფრთები ამომივა და ანგელოზი ვარ და უი, რა კაი ვარ. შევცოდე, ვცოდე უფლის წინაშე და მის წინაშე, მაგრამ ძალადობა[არ ყოფილა] და მისი უფლებები არ დამირღვევია. მისი ჩაწერილია რაც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ვეუბნები, მაპატიე, ბოდიში, მეგობრებად დავრჩეთ, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. სად ნახეთ ძალადობა, სად ნახეთ რამე, სად ვქენი ერთი გაფიცებთ ყველაფერს. თავიდან ვთხოვე კოცნა და რა მერე? დაინგრა ქვეყანა?”, – ამბობს გოგი წულაია.

 

ცნობისთვის, გოგი წულაია 17 მარტს ასმათ დვალიაშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს.

 

გოგი წულაიას 19 მარტს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო 1 ივლისს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

ავტორი: Prime Time

X