20:18 | 2021-10-01 ავტორი:

ვულოცავ ბატონ ბიძინას დღევანდელ დღეს – იაკლი ღარიბაშვილი

ვულოცავ ბატონ ბიძინას დღევანდელ დღეს – იაკლი ღარიბაშვილი

“ვულოცავ ბატონ ბიძინას დღევანდელ დღეს”,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ამცნო.

რა ხდება სოციალურ ქსელში, რაც გაირკვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია
2021-10-01რა ხდება სოციალურ ქსელში, რაც გაირკვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია

 

მისი თქმით, პირველი ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვებიდან ცხრა წელი გავიდა.

 

“მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის, პირველი ოქტომბერი, ბიძინაობა მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება. პირველი ოქტომბერი, 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა, ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა, ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილ დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X