
მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრში ყვავი 5 ქალს დაესხა თავს და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რამდენად საშიშია ყვავის ნაკაწრი ადამიანისთვის.
ამაზე სასაუბროდ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ვესაუბრეთ.
„ყვავები ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული, სპეციფიური დაავადებების გადამტანები არ არიან.
მაგალითად, აშშ-ში არის ასეთი ინფექცია West Nile virus.
ეს დაავადება ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს. თუმცა, ეს საპანიკო არ არის, არც ერთი მსგავსი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირებული არ არის“, – ამბობს ბუწაშვილი.
მაია ბუწაშვილი მოსახლეობას რჩევა-რეკომენდაციით მიმართავს:
„ცხოველთა სამყაროსთან ამ ტიპის შეხების შემდეგ, ყველა ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს ჯანმრთელობის მიმართ.
რამდენჯერმე გაიზომოს ტემპერატურა. რამე სპეციფიური, პრევენციული ღონისძიება საჭირო არ არის“, – განმარტა ინფექციონისტმა.























