
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსს წერილით მიმართა და პირობა დადო, რომ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 დღეში არ შეასრულებს აშშ-ის მოთხოვნებს, მაშინ ვაშინგტონი ორგანიზაციის დაფინანსებას საბოლოოდ შეწყვეტს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანმო ინფექციის შესახებ არაზუსტი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.






















