
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ევროპა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრი გახდა. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, მთელი ძალები მიმართონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
„ევროპა გადაიქცა პანდემიის ეპიცენტრად“, – განაცხადა ტედროს ადანომმა.
13 მარტის მონაცემებით, COVID19 მსოფლიოს 123 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულია 143 769 ადამიანი, დაღუპულია 5 394 და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 70 920-მდე გაიზარდა.






















