
გასული თვის დასაწყისში აღმოჩენილი ნიგერიული “ყვითელი ცხელების” ეპიდემიური ვითარება უარესდება და უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს, მსგავსი ფაქტები ქვეყნის 36 შტატიდან უკვე ხუთ შტატში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 530 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებულია, მათგან 172 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის შემთხვევები დელტაში, ენუგუსში, ბენუესსა და ებონიის შტატებში, სამხრეთ ნიგერიაში და ბაუჩას ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა.
ამ ეპიდემიის კონტროლი რთულია, რადგან ნიგერია სხვა ინფექციური დაავადებების მრავალი ერთდროული აფეთქების წინაშე დგას, მათ შორის ლასას ცხელება, ვაქცინით გამოწვეული პოლიო ვირუსი, წითელა, ყბაყურა და ქოლერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი ტარიკ ჯასარევიჩი ამბობს, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.

“რეაგირება განსაკუთრებით რთულია COVID-19 კონტექსტში, რადგან ის ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემისგან მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და რესურსებს.
სახელმწიფო ორგანოები ამჟამად კონცენტრირებულნი არიან COVID-19 პანდემიურ რეაგირებაზე. განაწილდეს ადამიანური რესურსები, რომლებიც საჭიროა გამოკვლევებისა და რეაგირების ღონისძიებების ჩატარებაში, “ყვითელი ცხელების” ეპიდემიისთვის.” – თქვა ჯასარევიჩმა.
ნიგერია 2017 წლიდან “ყვითელი ცხელების” ეპიდემიას ებრძვის.
მომაკვდინებელი დაავადების გავრცელება ვირუსის გადატანით ხდება, რომლის გადამტანები Aedes aegypti კოღოები არიან. ჯასარევიჩი ამბობს, რომ ვაქცინაციას მაღალი რისკის ქვეყნებში ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
“ნიგერიაში “ყვითელი ცხელების” საწინააღმდეგო ვაქცინის რუტინული იმუნიზაციის პროგრამა 2004 წელს დაიწყო და ასევე, პროფილაქტიკური კამპანიებიც ჩატარდა, რათა უსაფრთხოების ზომები დაცულიყო, მაგრამ ნიგერიის მოსახლეობა დაცული მაინც არ არის.” – აცხადებს ჯასარევიჩი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნიგერიაში მყოფებს მოუწოდებს, რომ იქ, სადაც “ყვითელი ცხელება” დაფიქსირებულია, მწერებისგან თავი დაიცვან, შეინარჩუნონ სუფთა გარემო და სანიტარული წესით დაამუშაონ ის ადგილები, სადაც კოღოებს შენიშნავენ. ასევე, ვინც ნიგერიაში სულ მცირე 9 თვის განმავლობაში იმყოფება, “ყვითელი ცხელების” წინააღმდეგ ვაქცინაციისთვის სამედიცინო პუნქტებს მიმართონ.






















