11:22 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

WHO: „ომიკრონი“ ისეთი ტემპით ვრცელდება, რომელიც წინა ვარიანტების შემთხვევაში არ გვინახავს

WHO: „ომიკრონი“ ისეთი ტემპით ვრცელდება, რომელიც წინა ვარიანტების შემთხვევაში არ გვინახავს

„ომიკრონი“ ისეთი ტემპით ვრცელდება, რომელიც წინა ვარიანტების შემთხვევაში არ გვინახავს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

„ომიკრონი“ ვარიანტის შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა და რეალობა ის არის, რომ „ომიკრონი“, ალბათ, კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში ჯერ არ გამოუვლენიათ. „ომიკრონი“ ისეთი ტემპით ვრცელდება, რომელიც წინა ვარიანტების შემთხვევაში არ გვინახავს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

ავტორი: Prime Time

X