
პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ყოველდღიურად 30-40 ახალი პაციენტის მიღებას უპრობლემოდ შეძლებს.
„ქვეყანაში ყოველდღიურად 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს არ იქნება პრობლემა. ეს არ არის ის ციფრი, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პრობლემის გარეშე ვერ აუვა და ვერ მოუვლის სათანადოდ თითოეულ პაციენტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის, თუმცა ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც იქნება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი ამოცანა შემოდგომისთვის მომზადებაა, რადგან ნოემბრიდან შემთხვევების მკვეთრად მომატებაა მოსალოდნელი.
„ქვეყანაში 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს ყოველდღე, ჯანდაცვას ამის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მთავარია ჩვენთვის ერთი ადამიანის სიცოცხლე, ასე რომ ვერ ვიქნებით მშვიდად“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 11. Mai 2020






















