
2022 წლიდან დაგეგმილია საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას. ამის შესახებ ვრცლად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ღამის კურიერთან“ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც ზაფხულის პერიოდში მოტოპარამედიკოსები გამოჩნდებიან ბათუმი იქნება.
„პირველად ალბათ ამას ვნახავთ ბათუმში. ჩვენი გადაწყვეტილებით მოტოპარამედიკოსები საჭირო არიან ტურისტულ ქალაქებში, ვინაიდან იქ გადაადგილებაც უფრო რთულია სასწრაფოსთვის, ასევე არის არამიზნობრივი გამოძახებები სასწრაფოსი, როდესაც შესაძლებელია რომ პარამედიკოსის კომპეტენციით მოხდეს დახმარება და არ არის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება საჭირო. როგორც პარამედიკოსების და მოტოციკლეტების ნაწილი მისი უზრუნველყოფა ასევე არის ელექტრონული ბაზა და ელექტრონული ზედამხედველობა, რომელიც უკვე დაინერგა სასწრაფოში სწორედ მათი ერთობლივი მუშაობით მოვახდენთ ზარების იმგვარად გაფილტვრას რომ შევძლებთ სწორად განვსაზღვროთ თუ რომელ გამოძახებაზე რომელი ტიპის ექიმი ან პარამედიკოსი გასაგზავნი რათა მოხდეს დროული მიღწევადობა და დროული დაცვა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ






















