12:00 | 2020-06-15 ავტორი: Prime Time

„ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება“ – როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას

„ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება“ – როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას

“პირველი ტალღა არ დამთავრებულა ჯერ მსოფლიოში. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის პირველი ტალღის ბოლო“,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღისთვის - ჯანმოს რეგიონალური დირექტორი
2020-06-08უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღისთვის - ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

 

მისი თქმით, მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება, ხოლო ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება.

 

„მსოფლიოში პირველი ტალღა ჯერ არ დამთავრებულა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის პირველი ტალღის ბოლო, ნარჩენები ასე რომ ვთქვათ. პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს უნდა გადაებას.

 

როგორც კი მორჩება პირველი, დაიწყება მეორე.  ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება. ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X