19:08 | 2021-11-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

“ზამთრის პერიოდში გამოიყენონ ორმაგი პირბადე“ – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

“ზამთრის პერიოდში გამოიყენონ ორმაგი პირბადე“ – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ასაკოვან მოსახლეობას მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ორმაგი პირბადე გამოიყენონ.

 

„თეორიული დაშვება, მასში თავმოყრილი მუტაციები, უკვე იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ გარკვეულწილად, პრობლემები იქნება არსებულ იმუნიტეტთან. სამწუხაროდ, ახალი ტალღებისა და ინფექციის ახალი ძალით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან რთული სცენარია.

 

პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან. მე მოვუწოდებ ჩვენს ასაკოვან მოსახლეობას, როდესაც ისინი გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც დისტანცია ვერ ხერხდება, გამოიყენონ ორმაგი პირბადე ზამთრის პერიოდში, ეს იქნება მაქსიმალური დაცვა.

 

ამასთან, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კონტროლი. მსგავსი ღონისძიებებით ჩვენ მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ ამ ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და სიჩქარეს,” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი გამიჩნდა. ომიკრონ შტამით ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში დადასტურდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X