12:38 | 2021-06-21 ავტორი: Prime Time

ზაზა გახელაძის დედამ ბენზინი გადაისხა – „რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა“

ზაზა გახელაძის დედამ ბენზინი გადაისხა – „რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა“

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ, თვითმკვლელობა სცადა.

 

„შევიდა, 5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა, რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა – ამბობს ზაზა გახელაძის მამა.

 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. რის შემდეგაც, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

 

ოჯახის ინფორმაციით, დაჭრილი გახელაძე ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

ავტორი: Prime Time

X