23:28 | 2021-06-22 ავტორი: Prime Time

ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის 

ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის 

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი, ზაზა გახელაძის ოჯახში, სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იმყოფებოდნენ.

1970-01-01

 

 

როგორც სასულიერო პირებმა გახელაძეების ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, მომზადდა წერილი ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იშუამდგომლებს რუსეთის პატრიარქთან ამ თხოვნით.

 

ზაზა გახელაძის მამა ამბობს, რომ ის პატივს სცემს სასულიერო პირების ზრუნვასა და მცდელობას, თუმცა ოჯახის გეგმები არ იცვლება.

 

მიხეილ გახელაძის თქმით, ძალაში რჩება ხვალინდელი აქციის გამართვის გადაწყვეტილებაც და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობაც.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X