
ზედმეტი კეკულუცობა არ არის საჭირო, „მთავარი“, „ტვპირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ სააკაშვილის მიერ იმართება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„კითხვები დაისვა იმის შეახებ, თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემსა და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად, სრულად სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ იმართება. ეს არის დადასტურებული ფაქტი.
ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თავისუფალი მედია განვითარდეს. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკულუცობა არ არის საჭირო. ვთქვათ პირდაპირ. ოპოზიციური ტელევიზიები, აღარ ჩამოვთვლი „მთავარი“, „ტვპირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად მათი და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია. მათ აქვთ ერთი მზიანი, რომ ხელისუფლება ჩამოაგდონ და ისევ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის არჩევნებში მონაწილეობაა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ:






















