16:49 | 2020-03-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

ზელენსკი ახალგაზრდებს კარანტინში ყოფნის დროს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს

ზელენსკი ახალგაზრდებს კარანტინში ყოფნის დროს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს

„უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ჩემი აზრით, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა“,- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალგაზრდებს კარანტინში ყოფნის დროს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

 

ამის შესახებ ზელენსკიმ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა და სავარაუდოდ, იხუმრა.

 

 

„სამსახურის გამო ხშირად ვერ ვნახულობთ დროს ჩვენს ახლობლებთან და ბავშვებთან ჩვეულებრივი საუბრისთვის. იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები და უყურეთ კინოს. ხოლო ახალგაზრდებისთვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი. უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ჩემი აზრით, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინაში რეგისტრირებულია კორონავირუსის შვიდი შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X