
რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ნინო ბურჯანაძე რუსულ გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობას პირველად არ იღებს.
„სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობას პირველად არ იღებს. ის თავის დროზე ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც დანიშნა თანამდებობაზე, თუმცა შემდეგ ინანა.
ვფიქრობ, ზელენსკიც პოროშენკოს ბედს გაიზიარებს. სააკაშვილზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას ქართული მართლმსაჯულება ეძებს.
ასეთ დროს მისი თანამდებობზე დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მთავრობასა და მართლმსაჯულებას არაფრად აგდებს.
ის თავის უკრაინულ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ პუტინი ლანძღოს და დასავლეთში ქულები ჩაიწეროს“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.






















