
სოციალურ ქსელში გვერდი „თბილისური ფოლორცი“ ერთ-ერთ ებრაულ საფლავზე დავით ხურცილავას პოსტს აქვეყნებს.
მისი ცნობით, ეს უცნაური და საინტერესო განსასვენებელი ქალს ეკუთვნის, რომელმაც ღალატის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე საფლავი თბილისის ებრაული სასაფლაოდან.
სურათზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ ქმარმა უღალატა.
მემორიალი მისმა ქმარმა დაამზადებინა, სადაც ის ქალბატონის სურათის დაბლაა გამოსახული და მარტოდ დარჩენილი, დამწუხრებული, ცდილობს შეაღოს საყვარელი ქალის სამყოფელი.

ესფირ ლევის ასული კალიფატიდი.
Урожд. Кишельдорф
დაბ. 1898, 16 დეკემბერი
გარდ. 1926, 3 დეკემბერი.
საყვარელი დედისგან, ვაჟისგან და მეუღლისგან.
დაბლა კი აწერია „ზღაპარი დასრულდა” – წერს დავით ხურცილავა.























