15:02 | 2021-08-05 ავტორი: თამარ გონგაძე

რა აუკრძალეს ექიმებმა მერაბ სეფაშვილს – „თავიდან ნერვებზე იმოქმედა, მაგრამ მერე ეს დაძაბულობა გავიდა“

რა აუკრძალეს ექიმებმა მერაბ სეფაშვილს – „თავიდან ნერვებზე იმოქმედა, მაგრამ მერე ეს დაძაბულობა გავიდა“

მერაბ სეფაშვილი ბენდთან ერთად ბათუმშია. სანაპიროს რესტორნებში ორი საღამო იმღერა. ახლა ელოდება კლუბ “სოჰოს” ახალი ლოკაციის პასუხს, რომ სამიოდე კონცერტი დაგეგმოს.

 

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საყვარელ საქმეს მონატრებული მომღერალი, მაყურებელთან შეხვედრას ეშურება. მართალია, თავის სატელევიზიო შოუში, ჭიას ნაწილობრივ იხარებს და სტუმრებთან ერთად მღერის, მაგრამ ეს იმ დანაკლისს ვერ უვსებს, რასაც კონცერტები ჰქვია.

 

ექიმებს უნდა დავუჯეროთ, ერთი კვირის წინ ხომ ტაშს ვუკრავდით მათ - მერაბ სეფაშვილი
2020-04-18ექიმებს უნდა დავუჯეროთ, ერთი კვირის წინ ხომ ტაშს ვუკრავდით მათ - მერაბ სეფაშვილი

 

მერაბ სეფაშვილი: – ახალი ლოკაციაა “ნიუ სოჰო”, სანაპიროზე და ველოდებით პასუხს. თუ სტაბილური სიტუაცია იქნა, სავარაუდოდ, სამ კონცერტს ჩავატარებ.

 

ბენდით ვარ ბათუმში. გადაცემაში რომ მყავს ის ბენდია და საინტერესო პროგრამა გვაქვს გაკეთებული. ახლებური არანჟირებებით.

 

თითქოს ბევრი ხალხი არ არის. ბულვარში და ქუჩებში არ მხვდება. მე ზღვაზე არ დავდივარ. ვერიდები. რუჯს არ ვიღებ. ბევრი ხალი მაქვს და ექიმების რეკომენდაციით, მზეს არ ვეფიცხები.

 

შარშან ზაფხულის შემდეგ, წელს პირველად ვიმღერე ბათუმში. ძალიან რთულია უკონცერტობა. გადაცემაში ნაწილობრივ კი ვიკლავთ სიმღერის სურვილს, მაგრამ მაინც სხვა რამეა.

 

ჩემი გადაცემა მოსწონთ. ვცდილობ ეკრანიდან მაინც გავამხნევოთ ხალხი. ახალი სეზონისთვის დიდ სტუდიაში უნდა გადავიდეთ, ახალ ლოკაციაზე. შევეცდებით, შოუ უკეთესი გამოვიდეს.

 

სხვა რა გითხრათ. კოვიდი გადატანილი მაქვს. თავიდან ნერვებზე იმოქმედა, მაგრამ მერე ეს დაძაბულობა გავიდა. მალე ფაიზერით ავიცრები.

 

 

წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ნახეთ ვიდეო: როცა ლაშა ტალახაძე ხარ, სხვები ემზადებიან შენ კი…

ავტორი: თამარ გონგაძე

X