20:31 | 2021-12-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჟინვალში ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა – ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები 

ჟინვალში ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა – ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები 

ჟინვალში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შედეგად რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა. გარდაცვლილი ერთ-ერთი დაშავებული მგზავრია რომელიც კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეები არიან.

 

ავარიას ჟინვალში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, არსებული ინფორმაციით ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა.

 

ამ წუთებში დაშავებულები ადგილობრივი კლინიკებიდან თბილისში გადაჰყავთ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X