11:03 | 2021-12-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჟინვალთან მომხდარი ავარიისას დაშავებული კაცი გარდაიცვალა

ჟინვალთან მომხდარი ავარიისას დაშავებული კაცი გარდაიცვალა

სოფელ ანანურთან მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი და მისი 12 წლის ბიჭი, კაცი კი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

დაშავებული 5 ადამიანიდან, 3 მცირეწლოვანია. 5-ვე მათგანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ექიმის განმარტებით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

გავრცელებული ცნობით, ანანურთან, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გზიდან, ჟინვალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავარდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X